სტამბოლის აეროპორტის ტერაქტთან კავშირისთვის თურქეთში კიდევ 17 პირი დააკავეს

თურქეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირისთვის კიდევ 17 პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისის ტერაქტს 45 ადამიანი ემსხვერპლა. 230 ადამიანი დაიჭრა. ასევე ვრცელდება თურქეთის მედიის ინფორმაცია, რომ დაკავებული პირებიდან რუსეთის ფედერაციის 11 მოქალაქეა. გასულ კვირას თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტერაქტების სამი უშუალო მონაწილე თვითმკვლელი ტერორისტი რუსეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის მოქალაქე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები