უნგრეთში მიგრანტების კვოტების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება
უნგრეთში ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების განაწილების კვოტებთან დაკავშირებით 2 ოქტომბერს რეფერენდუმი გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა განაცხადა. რეფერენდუმის კითხვა იქნება: „გსურთ თუ არა, რომ ევროკავშირმა უნგრეთში ლტოლვილების იძულებითი ჩასახლება ქვეყნის პარლამენტის გარეშე გადაწყვიტოს?“
უნგრეთის მთავრობა გამოდის ევროკავშირის გეგმების წინააღმდეგ ამ ორგანიზაციის წევრ 28 ქვეყანაში 160 ათასი ლტოლვილის ჩასახლების თაობაზე. ბლოკის წევრი ქვეყნების უმეტესობამ ამ ზომებს გასული წლის სექტემბერში მხარი დაუჭირა.