გერმანიის ტყეში 15 წლის წინ დაკარგული გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს
გერმანიის ტყეში დამსვენებლებმა პატარა გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს. ბავარიის პროკურატურა ეჭვობს, რომ ის 15 წლის წინ დაკარგული 9 წლის პეგი კნობლოხს ეკუთვნის. ცხედარი გოგონას სახლის სიახლოვეს აღმოაჩინეს. პეგი კნობლოხი 2001 წელს მაშინ დაიკარგა, როდესაც სკოლიდან სახლში მიდიოდა. გოგონას ძებნის ოპერაციას შედეგი არ მოუტანია. ამიტომ გამომძიებლებმა ჩათვალეს, რომ ის საზღვარგარეთ წაიყვანეს. პროკურატურა ცხედრის დნმ ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს, რათა ზუსტად დადგინდეს, რომ ეს 15 წლის წინ დაკარგული გოგონაა.