არგენტინის ზოოპარკში ქვეყანაში უკანასკნელი თეთრი დათვი დაიღუპა

არგენტინის ქალაქ მენდოსის ზოოპარკში ქვეყანაში უკანასკნელი თეთრი დათვი – 31 წლის არტურო დაიღუპა. ბინების დამცველები რამდენიმე წელია მის გადაყვანას უფრო ცივ პირობებში მოითხოვდნენ.
ზოოპარკის განცხადებაში ნათქვამია, რომ არტურო სიბერესთან დაკავშირებული ავადმყოფობის გამო დაიღუპა. თუმცა მოძრაობა „გრინპისის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხოველი მისთვის არასათანადო პირობებში ცხოვრობდა. მათი თქმით, ქალაქ მენდოსში თეთრი დათვისთვის საკმაოდ ცივი ჰავაა. ისინი ასევე ამბობდნენ, რომ არტუროს აუზში ყინული არ ჰქონდა, ხოლო მისი გალია ძალზე პატარა იყო. ორი წლის წინ კანადაში არტუროს გადაყვანის პეტიციას 500 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი, თუმცა ქალაქ მენდოსის ხელისუფლებამ და ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ამას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები