საუდის არაბეთის ქალაქ მედინაში ტერაქტს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა საუდის არაბეთის ქალაქ მედინაში. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მუჰამედ წინასწარმეტყველის მეჩეთის წინ იმ მომენტში აამოქმედა, როდესაც იქ ათასობით ადამიანი საღამოს ლოცვაზე იყო მისული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
საუდის არაბეთის შსს-ს ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი მას შემდეგ ააფეთქა, რაც მას დაცვის თანამშრომლები მიუახლოვდნენ. მათ ამ პირის მოქმედება საეჭვო მოეჩვენათ. მედინას გარდა, რომელიც მუსულმანების ერთ-ერთი წმინდა ქალაქია, აფეთქებები მოხდა ასევე საუდის არაბეთის ქალაქ კატიფში და ჯიდაში. ჯიდაში ბომბი აშშ-ის საკონსულოს სიახლოვეს აფეთქდა, რის შედეგად დაცვის ორი თანამშრომელი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები