ირანში დაკავებული „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ტერაქტებს გეგმავდნენ

ირანში დაკავებულმა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცეს და აღნიშნეს, რომ ისინი თეირანში მასშტაბურ ტერაქტებს ამზადებდნენ. სააგენტო „ტასნიმის“ ცნობით, ტერორისტებმა ირანში ჩასვლამდე 600 ათასი დოლარი მიიღეს. მათ თეირანის სარეგისტრაციო ნომრებიანი ავტომანქანები უნდა შეეძინათ, სატრანსპორტო საშუალებები დაენაღმათ და ხალხმრავალ ადგილებში აეფეთქებინათ. ერთ-ერთი შეტევა მათ თეირანის ცენტრში მდებარე სტუდენტების პარკთან უნდა განეხორციელებინათ. ირანული სპეცსამსახურები ტელევიზიისთვის შესაბამისი ვიდეომასალის მიწოდებას გეგმავენ, რომელშიც დეტალური ინფორმაცია და „ბოევიკების“ აღიარებითი ჩვენებებია დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები