ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების სახლები დაანგრიეს

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ორი პალესტინელის სახლები დაანგრიეს. ამ პირებმა გასული წლის დეკემბერში ორი ებრაელი მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სახლები ლტოლვილების იმ ბანაკში დაანგრიეს, რომელიც ქალაქებს – რამალასა და იერუსალიმს შორის მდებარეობს. სახლების ნგრევის დროს ისრაელის უსაფრთხოების ძალებსა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც ოთხი პალესტინელი დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 23 დეკემბერს იერუსალიმის ცენტრში ორი პალესტინელი ორ ებრაელს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად ებრაელები დაიღუპნენ. პოლიციამ თავდამსხმელებიც მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები