უკრაინაში მამაკაცმა მომავალი სიძე შამფურით მოკლა

უკრაინის დედაქალაქ კიევში მამაკაცმა მომავალი სიძე შამფურით მოკლა. ამის შესახებ უკრაინის პოლიციის პრესსამსახური იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტი უმაღლესი რადის სახელობის ბულვარზე მოხდა.
ოჯახური დღესასწაულის დროს ორმა მამაკაცმა იკამათა და ურთიერთობის გარკვევა დუელით გადაწყვიტა. იარაღის ნაცვლად მათ შამფურები აიღეს და ფარიკაობა დაიწყეს. დუელის დროს მამაკაცმა ქალიშვილის მომავალ მეუღლეს ჭრილობა მიაყენა, რის შედეგად ის გარდაიცვალა. ამჟამად მკვლელი დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები