ობამა – აშშ-ში “ზიკას” ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შეიქმნება

აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თქმით, ქვეყანაში “ზიკას” ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინა შეიქმნება. ამის შესახებ ობამამ თეთრ სახლში გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ამისთვის საკმარისი ოდენობის თანხაა აუცილებელი.
ცნობისთვის, “ზიკას” ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაზე მომუშავე უწყებამ კონგრესს ორი მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა ამერიკის პარლამენტმა მხოლოდ ნახევარი გამოყო. ბარაკ ობამაც აღნიშნავს, რომ ეს თანხა ყველა აუცილებელი კვლევისთვის საკმარისი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები