ბაღდადში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 165-მდე გაიზარდა

165-მდე გაიზარდა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. 225 ადამიანი დაიჭრა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბაღდადის სავაჭრო უბანში დანაღმული სატვირთო ავტომანქანა აფეთქდა. აქ უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც მუსულმანების დღესასწაულის, რამადანის დასრულების გამო საყიდლებზე იყვნენ გასულები. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ეს ყველაზე სისხლიანი ტერაქტია ერაყში 2007 წლის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები