მევლუთ ჩავუშოღლუ – ჩვენ რუსეთის ავიაციისთვის ავიაბაზის გამოყოფას არ ვგეგმავთ

თურქეთის ხელისუფლება რუსეთისთვის იჯირლიყის ავიაბაზის გამოყენების უფლების მიცემას არ გეგმავს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მისი სიტყვები თურქმა ჟურნალისტებმა არასწორად გაიგეს და შემდეგ ინფორმაცია რუსულ მედიაშიც გავრცელდა.
„მე განვაცხადე, რომ ჩვენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში რუსეთთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. მე არაფერი მითქვამს იმაზე, რომ იჯირლიყის ბაზაზე რუსული თვითმფრინავები უნდა განთავსდეს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მანამდე თურქულმა მედიამ ჩავუშოღლუს ციტატა გაავრცელა: „ჩვენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად ყველა მსურველისთვის იჯირლიყის ბაზა შევქმენით. რატომ არ უნდა ვითანამშრომლოთ რუსეთთან? ეს ტერორისტული დაჯგუფება ყველას მტერია და მას უნდა შევებრძოლოთ“, – აცხადებდა ჩავუშოღლუ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები