გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ ევროპის სახალხო პარტიასა და რუსეთს შორის გარკვეული გარიგება შედგა

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერი გია ვოლსკი პედრო აგრამუნტის ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ გარკვეული გარიგება შედგა ევროპის სახალხო პარტიასა და რუსეთს შორის: თუ EPP-ის კანდიდატს მხარს დაუჭერს რუსული დელეგაცია, შესაძლოა, რუსეთს ხმის უფლება აღუდგინონ ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეაში.
„EPP-ის ერთ-ერთი ლიდერი აგრამუნტი ახლახან იმყოფებოდა მოსკოვში, იქიდან ჩამოვიდა თბილისში. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასთანაც ჰქონდა შეხვედრა. არა როგორც”ევროპის სახალხო პარტიის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, არამედ როგორც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დააფიქსირა, რომ რუსეთის მონაწილეობა ევროპის საპარალამენტო ასამბლეის მუშაობაში უნდა განახლდეს, გარკვეული შეზღუდვები უნდა მოეხსნას. იმის საფუძველი, რომ ვთქვათ,” სახალხო პარტიასა” და რუსეთს შორის ურთიერთობების, მოლაპარაკების ერთ-ერთ თემას წარმოადგენს “სახალხო პარტიის” წარმომადგენლის, გიგი წერეთლის მხარდაჭერა, ნამდვილად არსებობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა 5 ივლისს გაიმართება, სადაც ერთ-ერთი კანდიდატად გიგი წერეთელია წარდგენილი. პრეზიდენტობის კანდიდატები არიან ასევე: დამოუკიდებელი კანდიდატი, ფრანგი დეპუტატი ალენ ნერი და ავსტრიელი დეპუტატი “სოციალურ–დემოკრატიული პარტიიდან” კრისტინ მუტონენი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბელის 25-ე სესია თბილისში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები