გია ვოლსკი: ლევან ვარშალომიძის დაბრუნებაზე ცალკე კინო უნდა გადავიღოთ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის გია ვოლსკის შეფასებით, ლევან ვარშალომიძე ის პიროვნება არ არის, რომელიც რაიმეს აშენებდა, არამედ, მმართველობის კლანურობა ახასიათებდა და ინტელექტუალურად დიდად არ გამოირჩევა.
“ლევან ვარშალომიძე არ არის ის პიროვნება, რომელიც რაიმეს აშენებდა და შემოქმედია. რაღაც პერიოდში იყო რეგიონული ხელისუფლების სათავეში, ახასიათებდა მმართველობის კლანურობა და ინტელექტუალურად დიდად არ გამოირჩევა. ამის თქმა შემიძლია მხოლოდ. როგორც ადამიანის მიმართ, მე მის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება არ მაქვს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის დაბრუნებასა და ადგილობრივი საზოგადოების დახვედრასთან დაკავშირებით მოსაზრების გამოთქმისას აღნიშნა, რომ „ლევან ვარშალომიძის დაბრუნებაზე ცალკე კინო უნდა გადავიღოთ“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა და მუშაობდა, გუშინ ბათუმში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები