სერბეთში ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთ-ერთ კაფეში 5 ადამიანი მოკლა

სერბეთის ჩრდილოეთ ნაწილში ერთ-ერთ კაფეში ავტომატით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ისროლა. თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა და ეს ტერორისტული აქტი არ ყოფილა. თავდამსხმელი დაკავებულია, მისი ვინაობა არ სახელდება. სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელმა თავდაპირველად თავისი მეუღლე და კიდევ ერთი ქალი მოკლა, ხოლო შემდეგ კაფეში მყოფი პირების მისამართით ისროლა.
თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი კაფეში შევიდა, სადაც თავისი ცოლი მეგობრების გარემოცვაში დაინახა. ამის შემდეგ ის სახლში წავიდა და უკან ავტომატით დაბრუნდა.
აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას სერბეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ცეცხლსასროლი იარაღი ჩააბაროს, რომელიც ბევრ ადამიანს ბალკანეთში სამოქალაქო ომის შემდეგ დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები