ლავროვმა და ჩავუშოღლუმ ენერგეტიკის, ვაჭრობის და ტურიზმის საკითხები განიხილეს

რუსეთსა და თურქეთს შორის კონტაქტები უმაღლეს დონეზე ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს სწორი მიმართულებით წაიყვანს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრა სოჭში გაიმართა. მხარეებმა ენერგეტიკის, ვაჭრობის და ტურიზმის საკითხები განიხილეს.
ჩავუშოღლუს თქმით, ნორმალიზების პროცესი უნდა გაგრძელდეს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „სათანადო დონეზე“ ავიდეს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 29 ივნისს ტელეფონით ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები