გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

  საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. როგორც “კვირას“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს , ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი პოლონელ კოლეგას ბრონისლავ კომაროვსკის პირისპირ შეხვდება. შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და პოლონეთის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ასევე დაგეგმილია შეხვედრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან დონალდ ტუსკთან. საქართველოს პრეზიდენტი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს ევა კოპაჩის შეხვდება. ასევე იგეგმება საქართველოს პირველი პირისა და სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩის შეხვედრა. გიორგი მარგველაშვილი შეხვედრას პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც გამართავს. საღამოს ბრონისლავ კომაროვსკი და ანა კომაროვსკა გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას საპატივსაცემოდ სადილს გამართავენ. 3 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი კრაკოვში გაემგზავრება, სადაც ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება. გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში ორ დღეს გასტანს. იგი საქართველოში 3 აპრილს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები