ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ 250 „ბოევიკია“ ლიკვიდირებული

აშშ-ის საჰაერო ძალებმა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ 250 „ბოევიკი“ მოკლეს. ავიაციამ ქალაქ ფალუჯის მახლობლად ტერორისტების სამხედრო კოლონა გაანადგურა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ცნობისთვის, ერთი კვირის წინ ერაყის ჯარმა კოალიციის ავიაციის დახმარებით ქალაქი ფალუჯა აიღო, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ 2014 წლიდან აკონტროლებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები