რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, სარატოვის ოლქში, „ან-2“-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ ადგილობრივ საგანგებო სამსახურში აცნობეს.
„სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სასუქით დამუშავების დროს თვითმფრინავი სოფელ ნოვოპაკროვსკაიასთან ჩამოვარდა. მის ბორტზე მყოფი ორი პირი დაიღუპა“, – აცხადებენ საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები.
კატასტროფის დროს მიწაზე არავინ დაშავებულა. ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ, კატასტროფის მიზეზები დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები