თაღლითობის ფაქტზე თბილისის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მომსახურების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, დავით გასოევი დააკავა.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ერთ-ერთ მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა, რომ ქალაქ თბილისში, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მოპოვებაში დაეხმარებოდა, რისთვისაც გამოიყენებდა საკუთარ კავშირებს თბილისის საკრებულოს წევრებთან, სანაცვლოდ კი მოითხოვა 4 000 აშშ დოლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული თანხის ნაწილის, 2 000 დოლარის აღების ფაქტზე დააკავა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“,-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები