ესპანეთი შოტლანდიასა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების წინააღმდეგია

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ ის შოტლანდიასა და ევროკავშირს შორის ამ ორგანიზაციაში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების წინააღმდეგია.
„თუ ევროკავშირიდან გადის დიდი ბრიტანეთი, მაშინ გადის შოტლანდიაც“, – განაცხადა რახოიმ ბრიუსელში, სადაც შოტლანდიის პრემიერ-მინისტრი ნიკოლა სტერჯენი ჩავიდა.
ესპანეთის პრემიერს მიაჩნია, რომ შოტლანდიას ევროკავშირთან მოლაპარაკების საწარმოებლად უფლებამოსილება არა აქვს. თავის მხრივ, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ნიკოლა სტერჯენმა და ევროკავშირში შოტლანდიის დარჩენის მომხრეებმა დაიმსახურეს ის, რომ ბრიუსელმა მათი პოზიცია მოისმინოს.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ევროკავშირში წევრობაზე დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე შოტლანდიის მოსახლეობის უმრავლესობამ ევროკავშირში დარჩენას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები