ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმების საკითხი კონსენსუსით უნდა გადაწყვეტილიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ მსგავსი საკითხები კონსენსუსის შედეგად იქნებოდა მიღებული.
„მგონია, რომ ეს არ არის ისეთი საქმე, რომელიც ასე უნდა წყდებოდეს. საზოგადოების სამსჯელო საკითხია და არა მხოლოდ უწყებების მხრიდან კონსენსუსის შედეგად უნდა მომხდარიყო. მგონია, რომ ეს წინასაარჩევნო სვლას ჰგავს“,- განაცხადა ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში. „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ნუკრი ქანთარია GFK-ს მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებსაც გამოეხმაურა, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგს ასახავს და აღნიშნა, რომ ეს კვლევები მას არასარწმუნოდ მიაჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები