ნუკრი ქანთარია – არ მგონია, რომ გიგი წერეთელმა დიდად თავი გამოიდოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგი წერეთლის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად დანიშვნას გულისხმობს. ქანთარია მიიჩნევს, რომ წერეთლისთვის მხარდაჭერის ბრმად გამოცხადება არ იქნება მართებული საქციელი. „მიუხედავად იმისა, რომ კარგი გვარის კაცია, ბატონი გიგი წერეთელი თანამონაწილეა და არც გამიჯვნია იმ გუნდს, რომელმაც ამ 9 წლის განმავლობაში ბევრი არცთუ სასიამოვნო დღე მოუტანა საზოგადოებას. როდესაც ამ გუნდის წევრის მხრიდან არის მცდელობა, გავიდეს ამ პოზიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გორის ადამიანია, არ მგონია, რომ ჩვენ ბრმად უნდა ავდგეთ და ხელები ავწიოთ. როგორ წარადგენს ინტერესებს, და წარადგენს თუ არა პირად ინტერესებს, არ ვიცი. ის ყოველთვის მოქნილი პოლიტიკოსი გახლდათ და არ მგონია, რომ იქ მან თავი გამოიდოს“,- განაცხადა ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.