შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპატრამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა და სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს. აქციაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 255-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ორი წელია თანამშრომლობს იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ „სისხლის ბანკთან“. აქციის ფარგლებში, უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სისტემატურად აბარებენ სისხლს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის. აღნიშნულ ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები