სასამართლო პროცესზე მაგდა პაპიძისთვის მეუღლის მიწერილი სმს-ები გამოქვეყნდა

მეუღლის და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა მაგდა პაპიძის ტელეფონიდან ამოღებული ომარ ქაფიაშვილის შეტყობინებები გაასაჯაროვა. ომარ ქაფიაშვილის მიერ მაგდა პაპიძის ტელეფონზე მკვლელობამდე 1 თვით ადრე გაგზავნილი იყო ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების ერთად გადაღებული ე.წ. სელფი და ომარ ქაფიაშვილის შეტყობინება მეუღლისადმი – “თოკოს და ომარს უყვარხარ გულში”.
მაგდა პაპიძისგან პასუხი დაბრუნებული არ იყო, რის შემდეგაც კვლავ ომარ ქაფიაშვილი წერდა მეუღლეს – “დიდხანს უნდა იყო ეგრე და ზედ არ მიყურო”.
ამ წუთებში პროცესზე ბრალდების წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. პროკურატურა დღესვე ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დაკითხვას გეგმავს, რითაც საკუთარ მტკიცებულებებს ასრულებს. სხდომაზე ნაფიცი მსაჯულებიც დაბრუნდნენ. დღესვე დაიკითხა სამხარაულის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების ყოფილი ექსპერტი გელა კვიტანძე, რომელმაც მაგდა პაპიძის და მისი მეგობარი მამაკაცის, ოთარ ბერძენიშვილის მობილური ტელეფონების ექსპერტიზა ჩაატარა.
მისი განცხადებით, მაგდა პაპიძის ტელეფონში შეისწავლა კონტაქტები, ზარები, ტექსტური შეტყობინებები, ვაიბერის და მესინჯერის მიმოწერა, ვიდეო და ფოტოგამოსახულებები. ექსპერტის თქმით, ანალოგიურად მოხდა ოთარ ბერძენიშვილის ტელეფონის შესწავლაც. “აუდიო ვიდეო და ფოტომასალა ჰაბიდოსკოპიურ ექსპერტიზას გადავეცი კვლევისათვის. მე კი დანარჩენ მასალებზე დასკვნა დავდე”,- განაცხადა გელა კვიტანძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები