თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ ”ქართულ ოცნებაში” გაწევრიანების თაობაზე პარტიისგან შეთავაზება მიიღო

პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ ”ქართული ოცნების” რიგებში გაწევრიანების თაობაზე პარტიისგან შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ ჩუგოშვილმა ”რუსთავი 2”-თან საუბარში აღნიშნა.
„შემოთავაზება მივიღე. ამ ეტაპზე საბოლოო პასუხს ვერ გეტყვით, შეგატყობინებთ. პრემიერი წარადგენს კანდიდატებს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარეა. ის ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი იყო ადამიანის უფლებების საკითხებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები