ექსპერტი: მაგდა პაპიძის ფრჩხილის ფრაგმენტებში, მისი მეუღლის შარვლის ქიმიური ბოჭკოები აღმოჩნდა

შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის პროცესზე ამ წუთებში სამხარაულის ექსპერტ-ქიმიკოსი ლალი ნიკოლაშვილი იკითხება, რომელმაც ავტომანქანიდან, ტანსაცმლიდან, თორნიკე და ომარ ქაფიაშვილების, ასევე მაგდა პაპიძის ფრჩხილების ფრაგმენტებიდან ამოღებული მიკრონაწილაკების ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარა.
ექსპერტის ჩვენებით, მაგდა პაპიძის მარჯვენა მტევნის ფრჩხილის ფრაგმენტებში, მისი მეუღლის, ომარ ქაფიაშვილის შარვლის ქიმიური ბოჭკოები აღმოჩნდა. მისივე განმარტებით, ფრჩხილებში ტანსაცმლის ქიმიური ბოჭკოები მჭიდრო შეხების შედეგად ჩნდება.
ექსპერტის განმარტებით, მაგდა პაპიძის იმ მაისურის ქიმიური ბოჭკოები, რომელიც განსასჯელს შემთხვევის ღამეს ეცვა, აღმოჩნდა ბავშვის, თორნიკე ქაფიაშვილის მარჯვენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებში. რაც შეეხება ომარ ქაფიაშვილის ფრჩხილების ექსპერტიზას, მის ფრაგმენტებში პაპიძის ტანსაცმლის მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. სპეცფირფიტების საშუალებით კვლევისათვის საჭირო მიკრონაწილაკების ამოღება ავტომანქანიდანაც მოხდა, სადაც თორნიკე ქაფიაშვილის ტანსაცმლის ქიმიური ბოჭკოები ამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები