აცანის ეკლესიის წინამძღვარი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ლანჩხუთში დაკავებული აცანის ეკლესიის წინამძღვარი, ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები გრძელდება. მამა გაბრიელ კახელიშვილი პოლიციამ მანქანის მართვისას აიყვანა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სასულიერო პირს პატრულის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტი არ დაადასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სასულიერო პირმა თვითდაზიანებები მიიყენა.
მათივე ცნობით, არსებობს მომხდარი ფაქტის სრული ვიდეოჩანაწერი, რომელიც საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერითაა გადაღებული. აღნიშნულ ვიდეომასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოშიც აგზავნის. უწყება ამ ეტაპზე ვიდეომასალის გამოქვეყნებისგან თავს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები