შსს: არსებობს ვიდეო, როგორ მიიყენა მამა გაბრიელმა თვითდაზიანებები

არსებობს ვიდეო, როგორ მიიყენა მამა გაბრიელმა (კახელიშვილი) თვითდაზიანებები – ამის შესახებ “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის ეკლესიის წინამძღვარმა თვითდაზიანებები პოლიციის ავტომობილში მიიყენა.
შსს-ს ინფორმაციით, სასულიერო პირი მანქანით ნასვამ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, პოლიციამ მას სახლამდე მიყვანა შესთავაზა, მამა გაბრიელმა სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის ოზურგეთის განყოფილებაში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს განცხადებით, მღვდელმა თვითდაზიანებები სწორედ ამ დროს მიიყენა, რისი ამსახველი კადრებიც სამართალდამცველების სამკერდე კამერით არის გადაღებული.
თავად მამა გაბრიელი აცხადებს,რომ მას სამართალდამცველები გაუსწორდნენ.
თუმცა ის არ უარყოფს,რომ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები