ბელგიაში ტერორისტული აქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

ბელგიის პროკურატურამ დააკავა ორი პირი, რომლებიც ქალაქ ვერვიესა და ტურნეში ტერორისტულ აქტებს ამზადებდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი მამაკაცი ბელგიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებზე თავდასხმას ამზადებდა. ვერვიეს მერიამ ამ მატჩის ტრანსლაცია ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე მოაწყო. ბოლო დროს ბელგიის პოლიციამ ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება გაახშირა. გასულ კვირას პროკურატურამ ასევე ტერორისტული აქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი 12 ადამიანი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები