თამარ ხულორდავამ საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციას უმასპინძლა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციას უმასპინძლა და N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერებინა.

როგორც “კვირას” სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის მიზანი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ადგილზე გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო.
თამარ ხულორდავამ სტუმრებს დაწესებულების ბიბლიოთეკა, სასადილო, სპორტული მოედანი, კომპიუტერული სწავლებისა და ხანგრძლივი პაემნის ოთახები დაათვალიერებინა. დელეგაციის წევრები მსჯავრდებულებსაც გაესაუბრნენ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის წევრებს მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით შეფასებისა და გადანაწილების სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს პენიტენციური სისტემით, კონკრეტულად, ადვოკატების ურთიერთობით მსჯავრდებულებთან. გარდა ამისა, სტუმრებს ის პროგრამები და კურსები გავაცანით, რომლებიც მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით ხორციელდება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
„აქ საუკეთესო პირობებია, რომელიც უმაღლეს სტანდარტს შეესაბამება. სამწუხაროდ, საფრანგეთში მსჯავრდებულებს ასეთი პირობები არ აქვთ, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა“, – განაცხადა საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის წევრმა მარგო პუგლიესმა. საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის ვიზიტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები