კახეთში ჩეხი ტურისტი გააუპატიურეს

კახეთში, ჩეხი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით, მამაკაცია დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, კახეთში, ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში ღამის გასათევად დაბინავებული ჩეხი ტურისტი გააუპატიურეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიციაში ოპერატიული შეტყობინება 21 ივნისს შევიდა, 22 ივნისს კი ბრალდებულის სახით მამაკაცი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები