სასამართლოზე ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც 27 წლის ომარ და 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილების ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარა

“ვერ ვუსმენ, არ შემიძლია”, – ამ სიტყვებით მას შემდეგ მიმართა მოსამართლეს მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ, როდესაც სხდომათა დარბაზში ექპერტ-კრიმინალისტის დაკითხვა უნდა დაწყებულიყო.
მოსამართლემ ბრალდებულის მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროცესი კი, იმ ექპერტ-კრიმინალისტის ჩვენებით გაგრძელდა, რომელმაც 27 წლის ომარ და 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილების ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარა.
როგორც პროცესზე ექსპერტმა აღნიშნა, ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზი ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა გახდა.
“ომარ ქაფიაშვილის ცხედარს ნაჭდევები ჰქონდა გულ-მკერდის არეში, ასევე – სისხლნაჟღენთები. მარჯვენა ყურის ნიჟარაზე ჰქონდა ნაფლეთოვანი ჭრილობა, რომელიც ყურს ორ ნაწილად ყოფდა. ყურს რომ რაიმე ნაწილი აკლდეს, ამას აუცილებლად დავაფიქსირებდი დასკვნაში. გარდა ამისა, გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე ჰქონდა დაზიანება ნაჭდევების სახით და ეს მიდამო დასვრილი იყო მიწის ნაწილებით”, – განაცხადა ექპერტმა.
რაც შეეხება თორნიკე ქაფიაშვილს, ექსპერტის დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.
“თორნიკე ქაფიაშვილი ცხვირ-პირის სასუთქი გზების გადაკეტვის შედეგად გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა თვალის, ტუჩის არეში და ცხვირ-ტუჩის გარშემო სისხლჩაქცევები. მარცხენა ყურის უკან ჰქონდა სისხლნაჟღენთი. ასეთი დაზიანება შეიძლება ფრჩხილმაც გამოიწვიოს”, – განაცხადა ექსპერტმა.
მისივე თქმით, ბავშვს მძიმე პათოლოგია არ ჰქონია და მხოლოდ გარკვეული სახის ალერგიული ფონი აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები