მაგდა პაპიძის საქმეზე ექსპერტი დაიკითხა – „სისხლი ახალი მოწმენდილი იყო“

საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. პროცესზე სამხარაულის ექსპერტ-კრიმინალისტი დაიკითხა, რომელიც დანაშაულის ღამეს, 19 დეკემბერს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და ფოტოების ფიქსაციაში მონაწილეობდა.
ექპერტ გვანცა გუჯაბიძის ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე, დერეფანში სისხლისმაგვარი ლაქები იყო, რომელიც სპეციალური ბიოლოგიური ჩხირით აიწმინდა და დაილუქა.
“სხვა ლატენტური, ანუ ხილული სისხლისმაგვარი ლაქები არ შეგვიმჩნევია ოთახში და დერეფანში, რადგანაც ოთახში ერთ ადგილას იყო ხილული ლაქა. გაგვიჩნდა ეჭვი, რომ მხოლოდ ერთ ადგილას არ უნდა ყოფილიყო და გაწმენდილი იქნებოდა. ასეთ ვითარებაში ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ ხსნარს, რომელიც მყარ ზედაპირზე გამოიყენება.
ხსნარის დასხმის შემდეგ იმდენად ნათლად და კაშკაშად გამომჟღავნდა ლურჯი ფერი, რომელიც მხოლოდ ახალი მოწმენდილი სისხლის ადგილებში გამომჟღავნდება, რომ ფოტოებზე მისი ფიქსაციისთვის სპეცგანათება არ დაგვჭირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლად მოწმენდილი სისხლი იყო. მყარ ზედაპირებზე – იატაკზე, კომოდზე, ოთახის სხვადასხვა ნაწილში, კარების ზღურბლზე გალურჯდა ხსნარი, რაც სისხლის კვალზე მიუთითებს. რაც უფრო სველია სისხლი, ნაკლებ ნათებაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში მკვეთრი და კაშკაშა ფერის ნათება იყო. დივანზე არ დაგვისხია ხსნარი. გარეგნულად დივანს არაფერი ეტყობოდა. არ გამოგვიწევია და არ გაგვიხსნია დივანი, არც ვიცოდით, სათავსო თუ ჰქონდა, გარეგნულად არაფერი ეტყობოდა. კედელზე სისხლისმაგვარი ლაქები რომ შეგვემჩნია, აუცილებლად ავიღებდით ნიმუშებს”, – განაცხადა გვანცა გუჯაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები