პარლამენტში თეა წულუკიანს უსმენენ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს უსმენენ. მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პარლამენტში ანგარიში უნდა წარადგინოს. ამასთან, საპარლამენტო კომიტეტი გასული წლის სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით მიღებული დადგენილების და მასში ჩადებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს. როგორც სხდომის დაწყებამდე ეკა ბესელიამ განაცხადა, კომიტეტში მისვლასთან დაკავშირებით მიმართვა ყველა სამინისტროს ხელმძღვანელ პირს გაეგზავნა და მათი თანხმობა არსებობს. ამ წუთებში იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს აცნობს.