ე.წ. კანონიერ ქურდს დავით გერლიანს 50-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ე. წ. კანონიერ ქურდს დავით გერლიანს 50- დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 50 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი – პატიმრობას.
სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა თავად ბრალდებულმა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ იგი პოლიტიკური პარტიების მსხვერპლია და თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მოსამართლის კითხვაზე, თუ რას საქმიანობს და რითია დაკავებული, გერლიანმა უპასუხა, რომ იგი თავისუფალი მხატვარია.
ე. წ კანონიერი ქურდობისთვისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულმა განაცხადა, რომ მისი დეპორტაცია საქართველოში არ მომხდარა. მისი ინფორმაციით, იგი სამართალდამცველებმა ოდესის ერთ-ერთი რესტორნიდან გაიტაცეს და თვითმფრინავში ჩასვეს, საიდანაც საქართველოს მიმართულებით გამოუშვეს.
როგორც ადვოკატმა თამარ აბესაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განმარტა, იგი მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზედმგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. როგორც აბესაძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პასპორტი ყალბი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები