გალის რაიონში იარაღის საწყობი აღმოაჩინეს
გალის რაიონის სოფელ ფიჩორში იარაღის საწყობია აღმოჩენილი. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, იარაღი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა და რუსმა მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს.
სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, დაკავებულია გალის რაიონის ორი მკვიდრი, რომელთა ვინაობა არ სახელდება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, სამალავში აღმოჩენილია ერთი ავტომატი, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, ხელყუმბარები, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობები. ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური გამოძიებას აწარმოებს.