საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.მ.-ის კუთვნილ ხელბარგში, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ 60 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CLONAZEPAM აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.