სასამართლო დავით გერლიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ კანონიერი ქურდის, დავით გერლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. დავით გერლიანს ე. წ. მოდულის შენობაში ბრალი დღეს წარუდგინეს. მას გამოძიება ორი მუხლით, კანონიერ ქურდობასა და საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.
როგორც გერლიანის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს და განმარტავს, რომ იგი პოლიტიკური პარტიების მსხვერპლია.
„წარდგენილ ბრალდებაში დავით გერლიანმა თავი დამნაშავედ არ ცნო და მისცა ჩვენება, სადაც ახსნა ორივე მუხლის აბსურდულობა მასთან მიმართებაში. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პოლიტიკური პარტიების მსხვერპლია. როგორც უკრაინის მოქალაქე, ისე არის შემოსული საქართველოში“,-განაცხადა აბესაძემ. ე.წ კანონიერი ქურდი დავით გერლიანი სომხეთ-საქართველოს საზღვართან გუშინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები