კორცხელში მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ერთი პირი დაჭრეს. როგორც ”კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, 50- წლამდე მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები