საპატრულო პოლიციამ გოგირდის აბანოების თანამშრომლები დააკავა

აბანოთუბანში, გოგირდის აბანოების თანამშრომლების მიერ გზის გადაკეტვას საპატრულო პოლიციასა და აბანოების თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გოგირდის აბანოების თანამშრომლების გზიდან გადაყვანას ცდილობდნენ, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. გოგირდის აბანოების ერთ-ერთი თანამშრომლის შეუძლოდ გახდა, რის გამოც, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
შეგახსენებთ, რომ აბანოთუბანში, აბანოების თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს.
ისინი აბანოებისთვის გაზრდილ ტარიფს აპროტესტებენ და ავტომანქანებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევენ, რამაც მძღოლებში პროტესტი გამოიწვია.
აქციის მონაწილეები ადგილზე თბილისის მერის, დავით ნარმანის მისვლას ითხოვენ. მანამდე კი, გზის გახსნას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ გოგირდის აბანოები პროტესტის ნიშნად სამი დღით დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები