შს სამინისტრო იმ „კანონიერი ქურდების“ შესახებ გამოაქვეყნებს ინფორმაციას, რომლებმაც 2006-2012 წლებში საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს
საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმ „კანონიერი ქურდების“ შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს, რომლებმაც 2006-12 წლებში საქართველოს საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთეს და გადაკვეთეს.
როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ინფორმაცია ძალიან მალე გამოქვეყნდება.
„არაერთხელ გასაჯაროვდა იმ „კანონიერი ქურდების“ სია, რომლებმაც 2006-12 წლამდე სახელმწიფოს საზღვარი გადმოკვეთეს და გადაკვეთეს ოფიციალურად და მათ მიმართ არანაირი ზომები არ გამოიყენეს, არავინ დაუკავებიათ და პირიქით, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.