დავით გერლიანს ბრალს დღეს წაუყენებენ
ე.წ. კანონიერ ქურდ დავით გერლიანს ე.წ. მოდულის შენობაში ბრალს დღეს წაუყენებენ.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულისთვის ბრალის წარდგენა 12:00 საათისთვის მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კანონიერ ქურდი დავით გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას რამდენიმე დღის წინ დააკავეს. დავით გერლიანის უკრაინიდან დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 18 ივნისს გაავრცელა. დავით გერლიანი ოდესის ერთ-ერთ რესტორანში პოლიციამ დააკავა. ე.წ. კანონიერი ქურდობა, ასევე ქურდული სამყაროს წევრობა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კანონიერი ქურდობა ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე ვადით.