თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს, გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც „კვირას” „თელასიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ გლდანის, გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის და მაისურაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან დედოფლის გამზირის, აბუსერიძე-ტბელის და გუდარეხის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, ნავთლუღის დასახლების III ჩიხის, გუმათჰესის, რაზიკაშვილის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, მოლითის, ახალდაბის, ბჟოლეთის და რომელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ დიღომის, ვაშლიჯვრის დასახლების, 26 მაისის მოედნის, კოსტავას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ წავკისის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ჩხეიძის, აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.