პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე ვიდეომასალას აქვეყნებს (ვიდეო)

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმის მსვლელობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ვიდეომასალა შექმნა, რომელშიც, უწყების ცნობით, დეტალურად არის გადმოცემული ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველი ფაქტები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიება დაასრულა. როგორც მთავარი პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განაცხადა, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანამიმდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია, მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები