მაგდა პაპიძის მოთხოვნით, ის მოკლული ქმარ-შვილის ფოტოების ჩვენებისას სასამართლოდან გაიყვანეს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე გარდაცვლილი მამა-შვილის ექსპერტიზის ამსახველი ფოტოების ჩვენებისას სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.
მაგდა პაპიძემ თავად ითხოვა, რომ არ დასწრებოდა აღნიშნული ფოტომასალის გამოკვლევას, რადგან შეუძლოდ იყო.
ამ დროისთვის, ბრალდების მხარე საქმეზე მთავარ გამომძიებელს ჰკითხავს, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ რა ვითარება დახვდათ შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს.
როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე მისვლისას მოკლულ ომარ ქაფიაშვილს ზედაპირულადაც აღენიშნებოდა თავის არეში დაზიანებები და თავის ქალის ძვალი ჰქონდა დაზიანებული.
რაც შეეხება თორნიკე ქაფიაშვილს, გამომძიებლის ინფორმაციით, მას მხოლოდ ნაჭდევები აღენიშნებოდა, სხვა სახის დაზიანებები კი ზედაპირულად არ შეინიშნებოდა.
საქმის მთავარმა გამომძიებელმა პაატა ნოზაძემ ასევე აღნიშნა, რომ გარდაცვლილებს სეზონისთვის შეუფერებლად ეცვათ, რადგან როდესაც შემთხვევის ადგილისა და გვამების დათვალიერება დაიწყეს, ტემპერატურა მინუს 3 გრადუსი იყო, ომარ ქაფიაშვილს კი, ძალიან თხელი ტანსაცმელი, თორნიკე ქაფიაშვილს კი, მოკლესახელოებიანი მაისური ეცვა.
“ომარ ქაფიაშვილის ცხედარს როგორც ზურგზე, ასევე ტანსაცმელზე ეტყობოდა თრევის კვალი. გარეთ მინუს სამი გრადუსი ყინვა იყო და ქაფიაშვილს შეუფერებლად ეცვა, ოთახისათვის დამახასიათებელ ფორმაში იყო, ფეხზეც არ ეცვა. დაზიანება მარჯვენა მხარეს თავში აქვს, სადაც ძვლის ფრაგმენტები ჩანდა. ყურიც დაზიანებული ჰქონდა. ბავშვს ნაცრისფერი მოკლემკლავებიანი ზედა ეცვა. ისიც ოთახის პირობების ჩაცმულობით იყო. ბავშვსაც არ ეცვა ფეხზე. ოთახის ცალი ჩუსტი თავთან ეგდო მეორე, კი ავტომანქანაში. ავტომანქანაში აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის ფეხსაცმელიც. ბავშვს პირთან ჰქონდა ნაჭდევი. ტუჩის ადგილზე სიწითლე ეტყობოდა. მექანიკური დაზიანება, როგორც ომარის ცხედარს, ბავშვს არ ჰქონია. ავტომანქანის “კარნიზზე” და საბურავზე ომარ ქაფიაშვილის სისხლი აღმოჩნდა. დერეფანში აღმოჩენილი სისხლის კვალი კი შიგნიდან, ოთახიდან გარეთ გადიოდა. ოთახში დივნის წინ არსებულ მაგიდის ქვეშ იყო მოწმენდილი სისხლის კვალი, რომელიც იატაკს ზოლად გასდევდა. საწოლზე თეთრეული ახალი გამოცვლილი იყო”,-განაცხადა გამომძიებელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები