გედევან ფოფხაძე: რომ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება, მე ვერ ვხედავდი ამის საჭიროებას

პროკურატურის მიერ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ეხმაურება.
მმართველი გუნდის დეპუტატი არ ეთანხმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს დადგენილება.
„რომ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება, მე მაგალითად ვერ ვხედავდი ამის საჭიროებას. უბრალოდ სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, შიდა დონეზე ჩვენ იძულებულნი ვართ, ეს გავაკეთოთ და ეს სავალდებულოა, თუმცა მეორე მხრივ, მე მიმაჩნია, რომ ეს არის გარკვეული წახალისება იმ მსჯავრდებული ადამიანებისა, რომლებსაც შეუძლიათ ელემენტარულად ახალ-ახალი ვერსიები შესთავაზონ საზოგადოებას ან საგამოძიებო ორგანოებს, იმის თაობაზე რა ცუდ პირობებში არიან. მე არ მგონია სწორად, რომ იმ პატიმრების წახალისება იყოს მიზანშეწონილი, რომლებიც ასეთი დაუმორჩილებელი სტანდარტით ხელმძღვანელობენ და მიაჩნიათ, რომ ისინი რომ ციხეში სხედან ამაში ისინი კი არ არიან დამნაშავეები, არამედ კაცობრიობა. მე მიმაჩნია, რომ პრემიერიც, პოლიტიკური პარტიის ლიდერიც და პოლიტიკოსიც შეიძლება იყოს დანაშაულში ეჭვმიტანილი, ბრალდებული და მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენაზე. რაღაც განასაკუთრეებული რეჟიმი სასჯელაღსრულების მისამართით ალბათ სწორი არ უნდა იყოს.“- აცხადებს გედევან ფოფხაძე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშილთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის 18-ე მუხლი. მე-5 მუხლის პარაგრაფ პირველთან ურთიერთობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა პროკურატორის მიერ, როგორც შესაძლებლობა მოეპოვა ბერკეტები ამ საქმესთან დაკავშირებული გამოძიებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები