ნოდარ ჯავახიშვილი: ვანო მერაბიშვილის გვერდით უნდა იჯდეს უამრავი მისი ძმა და მეგობარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს.
ნოდარ ჯავახიშვილმა ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი ამ საკითხით დაკავებული არ უნდა იყოს.
„როგორ გგონიათ, ინფრასტრუქტურის მინისტრი იმით უნდა იყოს დაკავებული, ვინმე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ დაიწყება თუ არა გამოძიება?“, – მიმართა ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს.
მინისტრის თქმით, ვანო მერაბიშვილის გვერდით უამრავი მისი ძმა და მეგობარი უნდა იჯდეს.
“ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდება თუ არა, ეს არც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც რაიმე ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ვანო მერაბიშვილი გარეთ როცა იყო, მაშინ იყო დარღვეული ადამიანის უფლებები. ვანო მერაბიშვილის გვერდით უნდა იჯდეს უამრავი მისი ძმა და მეგობარი”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები