პრემიერი: საქმით დავადასტურეთ, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთიანი აგროპროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის დარგში უკვე არაერთი პროექტი წარმატებით განხორციელდა.
„ჩვენ უკვე საქმით დავადასტურეთ, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გვაქვს კარგად გაცნობიერებული, რომ სოფლის სიძლიერეზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, სწორედ ამიტომ დავიწყეთ, პრაქტიკულად, განადგურებული დარგის აღორძინება. უკვე თითქმის, ოთხი წელია ვაკეთებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელმაც გამოიღო კონკრეტული შედეგები და ეს პროექტები მუდმივად იხვეწება. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ გლეხების და ფერმერების საქმიანობას, როგორც პირველად წარმოებაში, ასევე გადამუშავებასა და რეალიზებაში. ხელი შევუწყოთ ახალი საწარმოების გაჩენას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ექსპორტის განვითარებას, ხოლო ეს ყველაფერი ერთად არის სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მყარი გარანტია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, უკვე ასეულობით დონორმა ისარგებლა სოფლის მეურნეობის პროექტებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები