მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე: ყველა სახელმწიფო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
„ეს არის ევროკავშირის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენლობა, რომელიც პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობს. თქვენ იცით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ რა განაცხადა შეხვედრის შემდეგ – მან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება ძალიან წარმატებით შეასრულა და ყველა სახელმწიფო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება მალე უნდა მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამ განხილვების პროცესში გადაიდგა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ყოველგვარი თარიღის დასახელება არასწორი იქნება, რადგან მოსახლეობაში ჩნდება არასწორი აღქმები და, შესაბამისად, შესაძლოა, იმედგაცრუებაც გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები