მიხეილ ჯანელიძე: ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ჯერჯერობით კონკრეტულად არ არის განსაზღვრული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის თარიღი.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფთან, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ამ ვიზიტის შესახებაც ისაუბრეს.
„ჩვენ შევეხეთ იმ გამოხატულ სურვილს, რომელიც გამოითქვა სახელმწიფო მდივნის მხრიდან ჩემი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. ჯერ კონკრეტულად არ არის განსაზღვრული ვიზიტის ვადები, მაგრამ ვისაუბრეთ იმ სურვილზე, რომელიც დაფიქსირდა ჩემი ვიზიტის დროს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ჯონ კერის ვიზიტი ივნისის დასაწყისში იგეგმებოდა.